"რუსეთი ჩვენი მოძმე ერია! მათ სანქციებით ვერ შეაჩერებენ!" - მონტენეგროელი ფეხბურთელი დაწესებულ სანქციებზე

AutoSharing Option
ნალჩიკის "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მონტენეგროელმა მიოდგარ ძუდოვიჩმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტსმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასწორია. 

"წარსულში, 20 წლის წინ, 90-იან წლებში რომ დავბრუნდეთ, ყველა კარგად გავიხსენებთ, რომ მაშინ რუსეთი იუგოსლავიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

მაშინ ძალიან გვიჭირდა, არც საწვავი გვქონდა, არც საკმარისი სასურსათე პროდუქტი, მაგრამ რა გვექნა, ასეთი იყო გადაწყვეტილება, მაგრამ არ გავბრაზებულვართ არავისზე, ვინაიდან ვიცოდით, რომ ეს იყო პოლიტიკური კურსი და რუსეთის მოსახლეობა მხარს გვიჭერდა.

ვფიქრობ, რომ ახლაც ასეა... რუსმა ხალხმა პოლიტიკაზე არ უნდა გაამახვილოს ყურადღება...
მონტენეგროელები თვლიან, რომ ჩვენ მოძმე ხალხი ვართ! პირადად მე არ მესმის, რატომ შევუერთდით ჩვენ სანქციებს?! რა დაგვიშავა რუსეთმა?!

რუსეთს სანქციებით ვერასდროს შეაჩერებ და ვფიქრობ, ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოსავალი არ არის. რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა არასწორია, სპორტი უნდა გაერთიანდეს", - ამბობს ძუდოვიჩი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ, იმ სამხედრო გემს რომ დაეწიო, არა??
ისე მაინც
13:56 27-04-2022
3
ჰეი ძუდოევ! ოსად დაეწერე ბარემ და წადი ნალჩიკში საცხოვრებლად!
მწვრთვნელი
13:17 27-04-2022
4

სიახლეები პოპულარული