"ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანური გუნდი სენეგალელი შემტევით ინტერესდება.
წყაროს თქმით, თვითონ ფეხბურთელიც არ გამორიცხავს "ბლაუგრანას" ფორმის მორგებას.
შეგახსენებთ, მანე მერსისაიდში 2016 წელს "საუთჰემპტონიდან" გადავიდა, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრა გამართა და თავი 14 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით