მანემ სალაჰი აატირა - სენეგალელები ზეიმობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აფრიკის თასის გათამაშება მშვენიერი ფინალით დასრულდა - სენეგალმა ეგვიპტე პენალტების სერიაში (4:2) დაამარცხა. ძირითად და დამატებით დროში გოლი არ გვინახავს.

სენეგალელთა მთავარმა ვარსკვლავმა სადიო მანემ მე-7 წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. გოლის გატანა "ლივერპულში" მის თანაგუნდელ, ეგვიპტელთა მთავარ ვარსკვლავ მუჰამედ სალაჰსაც შეეძლო, მაგრამ "ჩელსის" მეკარე ედუარდ მენდიმ გუნდი გადაარჩინა.

თერთმეტმეტრიანები სენეგალელთა მართლაც ვარსკვლავურმა ნაკრებმა უკეთ შეასრულა. საბოლოოდ, მანე გმირად იქცა, სალაჰი კი კიდევ ერთ ფინალში დამარცხდა და ცრემლები ვერ შეიკავა - ეგვიპტელებს ისეთი მაღალი კლასის მოთამაშეები ნამდვილად არ ჰყავს, როგორც სენეგალს.

alt

"მათ ეგვიპტელი 50-60 წლის განმავლობაში ემახსოვრებათ..." - კლოპმა სალაჰი შეაქო

altსადიო მანე აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს



მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფშიც ესენი ხვდებიან.იქეთ განა-ნიგერიაა.კამერუნი ალჟირი.აქეთ ევროპის პლეი-ოფები,თავისი სავარაუდო იტალია-პორტუგალიით.მოკლედ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სანაკრებო მარტი გველის.
Master
17:02 07-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული