HLH-ის ცნობით, ესპანეთისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, ხაბი ალონსო შესაძლოა "ბრიუგეს" მთავარი მწვრთნელი გახდეს.
წყაროს ცნობით, ბელგიური კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ალფრედ შრედერი დიდი ალბათობით "აიაქსს" ჩაიბარებს. შეგახსენებთ, ამსტერდამელების მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
რაც შეეხება ალონსოს, 39 წლის ექს სპორტსმენი "რეალ სოსიედადის" სარეზერვო გუნდში მუშაობს, ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა, შემდეგ კი ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით