"რუსეთს უბედურება ეწვია - 30 წელი ვერსად ვითამაშებთ" - კანჩელსკისი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა უეფას ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, Sport24-თან ინტერვიუში  რუსეთის ნაკრების პერსპექტივა შეაფასა.

- ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვალერი კარპინმა სეზონის დასრულებისთანავე დაადასტურა, რომ შეკრებას არ ჩაატარებენ და ამხანაგურ მატჩებს არ გამართავენ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა?
- რა თქმა უნდა. რა აზრი აქვს? ტყუილად ბიჭები რატომ უნდა შეკრიბონ. როდესაც გვეტყვიან, რომ საერთაშორისო ტურნირებზე თამაში შეგვეძლება, მაშინ შეიძლება ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შეკრება. 30 წლით დაივიწყეთ, რომ რუსეთი სადმე ითამაშებს. ჩვენ უბედურება გვეწვია. აი, ასე მოხდა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაკრების შეკრება
ყოველთვის აუცილებელია, რათა ბიჭები კოლექტივსა და ტონუსში იყვნენ. თქვენ ასე თვლით?
- ყველაფერი მაშინ იქნება, როდესაც არ შეგვეხებიან და ჩვენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას შევძლებთ. ახლა კი უბრალოდ მოგვკლეს და გაგვანადგურეს. ჩვენ უფსკრულში აღმოვჩნდით! ჩვენთან სრული უფსკრულია! იცით ასეთი სიტყვა?!".

კანჩელსკისის ინტერვიუ sports.ru-მ გამოაქვეყნა და რაც ყველაზე მეტად გასაკვირია, კომენტარებში გულშემატკივრების უმეტესობამ ყველაფერში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არა, პატარა შეცდომა მოუვიდათ, ალბათ ყაზახეთის. მიხედეთ თქვენს თავებს. კომუნისტების დროს. სსრკ გრემიტობდა სპორტში. გადახედეთ მსოფლიოს სპორტულ ისტორიას.
გიორგი
23:10 18-07-2022
0
უბრალოდ კანჩელსკისი წარმოშობით არ არის რუსი და არც რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ….მისი შეცდომა იყო ის რომ თავის დროზე არა უკრაინის ან ლიეტუვას ნაკრები აირჩია არამედ რუსეთის !!! უბრალოდ მაშინ ბევრმა ვერ მიხვდა ვერ გაიაზრა რომ სსრკ დამთავრდა სამუდამოდ !!!! სამწუხაროდ ამას საქართველოშიც ვერ ხვდება ბევრი დღესაც …!!! მაგრამ არა უშავს მალე რუსეთიც რომ დამთავრდება აი მერე მოუწევთ ამ ფაქტთან შერიგება !!!!
მდაა
13:16 15-05-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული