"რუსები ევროპაში კიდევ დიდხანს ვერ ითამაშებენ" - ჩეფერინი

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების მომავალზე Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

"ჩვენ ყველამ არასათანადოდ შევაფასეთ გასული თვეები, ასეთი რამის ვარაუდი არავის შეეძლო. როდესაც ყველაფერი ეს დაიწყო, ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ ორიოდ კვირა გაგრძელდებოდა. ამიტომ ახლა ძალიან ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება.

ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსულ კლუბებს მალე ისევ შეეძლებათ ევროტურნირებზე ითამაშონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინულმა კლუბებმა თავიანთი ტურნირები ჩაატარონ.

მე უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ძალიან
მეცოდება ყველა უკრაინელი და რუსი სპორტსმენი, რადგან ისინი, განსაკუთრებით, რუსები, კონფლიქტის მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ. ისინი რამდენიმე ადამიანის აბსურდული და უგუნური გადაწყვეტილებების გამო დაზარალდნენ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი ისევ რაღაც სისულელეს ამბობს, რუსი სპორტსმენები მსხვერპლი არიან ამ ომისო. მგონი ჩეფერინს უჭირს აზროვნება, მარა იმას კი მიხვდა რომ დიდი ხნით ვერ ითაშებენ რუსები. რომც დაუშვან მოხდება ისევ ის, რომ თითქმის ყველა ევროპის ქვეყნის გუნდები და ნაკრებებიც უარს იტყვიან მათან თამაშზე, ერთი ორი გამონაკლისისა.( სერბეთი, სომხეთი, უნგრეთი და ბელორუსი თუ დაუშვეს) ესენი დიდი ხნით იქნებიან კედროვნები.
G.LA
22:06 26-05-2022
1
ძალიანაც კარგი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუმსუბუქდეთ სანქციები. რაც უცრო მეტი დრო გავა, მით უფრო იგრძნობენ სხვა ერებთან მეგობრობა რომ ჯობია, მტრობას!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული