ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი მატჩი შლიონსკში გაიმართა, სადაც A ლიგის მე-4 ჯგუფში პოლონეთმა უელსს 2:1 სძლია.
52-ე წუთზე სტუმრები ჯონათან უილიამსმა დააწინაურა. 72-ე წუთზე იაკუბ კამინსკიმ ანგარიში გაათანაბრა, 85-ეზე კი გამარჯვების გოლი კაროლ სვიდერსკიმ გაიტანა.
ამავე ჯგუფში ბელგია და ნიდერლანდები იასპარეზებენ. ისინი ერთმანეთს 3 ივნისს ბრიუსელში დაუპირისპირდებიან.