გუშინ საღამოს ორი კონტინენტის გამარჯვებული ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
იტალიასა და არგენტინას შორის მატჩი "ალბისელესტეს" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
"სკუადრა აძურას" განადგურების შემდეგ იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ტიტულის მოგება ძალიან გვსურდა, თუმცა გუნდს ახლა რთული პერიოდი უდგას, რადგან ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის. იმედი მაქვს, გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, ჩვენს გუნდს ახლა ეს ნამდვილად სჭირდება".
შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების კაპიტანი კარიერას, სავარაუდოდ, MLS-ში გააგრძელებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით