ბანანის სროლა და შეურაცხყოფა - რა მოხდა ბულგარეთში საქართველოსთან მატჩამდე? - პარდიუ სასწრაფოდ წავიდა...

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ სოფიის ცსკა მის ასისტენტთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა. ეს გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.

პარდიუ თავდაპირველად ცსკა-ში ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა, აპრილიდან კი უკვე მთავარი მწვრთნელის მოვალეობაც შეითავსა, თუმცა ახლა წასვლა მოუწია.

ამის მიზეზი კი რასისტული შეურაცხყოფა გახდა, რომელიც ცსკა-ს ფანებმა თავისი გუნდის ფერადკანიან მოთამაშეებს მიაყენეს.

15 მაისს სოფიური კლუბი ბულგარეთის თასის ფინალში ლევსკის "სოფიასთან" 0:1 დამარცხდა, 4 დღის შემდეგ კი ადგილობრივ ჩემპიონატში "ბოტევთან" საშინაო მატჩი ელოდათ.

სწორედ "ბოტევთან" დაპირისპირების წინ მიაყენეს შეურაცხყოფა ცსკა-ს ფანებმა თავიანთი
საყვარელი გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს, რომლებსაც ბანანებს ესროდნენ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეუბნებოდნენ.

საბოლოოდ, პარდიუმ ცსკა თავის ასისტენტ ალექს დაიერთან ერთად დატოვა, ეს ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ მისთვის ეს საქციელი მიუღებელია. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბულგარულ ფეხბურთში რასიზმის საკითხი ყურადღების ცენტრში მოექცა. 2019 წელს ინგლისის ევროს საკვალიფიკაციო მატჩი ორჯერ შეწყდა ბულგარელი გულშემატკივრების რასისტული შეურაცხყოფის გამო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული