გუშინ, ერთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
დანია საფრანგეთს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 51-ე წუთზე "მამლები" კარიმ ბენზემამ დააწინაურა.
სკანდინავიელების მხრიდან 68-ე წუთზე ანდრეას კორნელიუსმა ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი იმავე კორნელიუსმა საკუთარი გუნდი დააწინაურა.
6 ივნისს დანიის ნაკრები ავსტრიას ესტუმრება (ავსტრიელებმა ხორვატები 3:0 დაამარცხეს), ფრანგები - ხორვატებს.
ნიდერლანდების ნაკრები ბელგიას ესტუმრა და მოულოდნელად 4:1 გაანადგურა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს, მე-40 წუთზე თავი სტივენ ბერგვინმა გამოიჩინა, 51-ე წუთზე მემფის დეპაიმ სხვაობა ორბურთიანი
გახადა, რასაც მოყვა დენზელ დუფრისისა (61-ე წთ) და იმავე მემფის დეპაის (65-ე წთ) გოლები.
პრესტიჟის გოლი მეჩი ბაჩუაიმ 90+3 წუთზე გაიტანა.
მომდევნო ტურის შეხვედრას ნიდერლანდების ნაკრები 8 ივნისს, უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს, ბელგიელები იმავე რიცხვში პოლონელებს უმასპინძლებენ.