რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლით ხარკოვის "მეტალისტის" საწვრთნელი ბაზა გაანადგურეს.
"დაბომვის შედეგად მოედანზე ხუთმეტრიანი ღრმული გაჩნდა, შენობა ფანჯრების გარეშე დარჩა, ძალიან დაზიანდა ფასადი, შიდა ნაგებობები, ზოგიერთი კომუნიკაცია, განადგურებულია შეძენილი აღჭურვილობა და ახალი სეზონისთვის გუნდის ეკიპირება. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გრუნტის ნარჩენები ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსშია მიმოფანტული", - იტყობინება კლუბის საიტი.
სარაკეტო დარტყმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან იქნა განხორციელებული.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში სავარჯიშო მოედანი გაანადგურეს
"ხეს ჩეხენ - ნაფოტი ცვივა" - რუსულმა საიტმა "დესნას" განადგურებული სტადიონის ფოტოები გამოაქვეყნა