ლიონელ მესი მსახიობის როლს მოირგებს, არგენტინელს სერიალში იღებენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი ლიონელ მესი არგენტინულ სერიალში გამოჩნდება.

"მცველები" - ასე ეწოდება სერიალს, რომლის მეორე სეზონშიც "ლა პულგას" ვიხილავთ.

სიუჟეტი ფეხბურთის ირგვლივ ვითარდება, სადაც 3 საფეხბურთო აგენტის კარიერის რთული ცხოვრებაა ასახული. ყოველი მათგანი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება და გადაწყვეტენ, საკუთარი კომპანია შექმნან.

აგენტები არა მხოლოდ ფეხბურთელების ფინანსურ სიტუაციას აკონტროლებენ, არამედ საკუთარი კლიენტების კარიერის დაცვას ცდილობენ.

სერიალის პრემიერა 2023 წელს შედგება.

ლეო ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 12 /
კაცმა არა კაცუნამ ბარსა გააკოტრა სადაც ბოლო ოთხი წელი არაფერი მოუგია და მერე მიატოვა, მთელი სეზონი მოედანზე ტყუილა იარა მერე ბარსას ფულით ოქროს ბურთ იყიდა.შესანიშნავი ტრილერი გამოვა.მთავარ როლში მესი უნდა გადაიღონ და ბარსას ფულით ოსკარსაც იყიდის.ხოლო თქვენნაირების გინება "ჩემი დედაა".
ასეა ეს
12:06 10-06-2022
6
ეეჰ, ეს ცოტა ხანში პოლიტიკაშიც მოსინჯავს მგონი ძალებს... :)
გიო
21:54 09-06-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული