ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა იტალიასთან გასამართი მატჩის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"საუბარს არ ვაპირებ მოთამაშეების ხარისხის ან გამოცდილების შესახებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი ხასიათითა და შემართებით გადიან ფეხბურთელები მოედანზე. სწორედ ხასიათმა განსაზღვრა შედეგი გერმანიის ნაკრებთან, როდესაც შეხვედრის გადარჩენა შევძელით".
შეგახსენებთ, ინგლისს 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. "სამი ლომისა" და "სკუადრა აძურას" შეხვედრა 11 ივლისს, 22:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით