"პელე, მარადონა და კრუიფი, ჩემი აზრით, ეს სამი მოთამაშე ისტორიაში ყველაზე მაღლა დგას. ბავშვობაში მინდოდა, კრუიფის მსგავსი მოთამაშე ვყოფილიყავი. ის შემდგომში ჩემი მეგობარი გახდა და ძალიან მენატრება. რაც შეეხება მესის, რა თქმა უნდა, დიდებული მოთამაშეა, მაგრამ
მარადონას გუნდზე ყოველთვის უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე "ლა პულგას".
შეგახსენებთ, მარკო ვან ბასტენი კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებსა და ამსტერდამის "აიაქსს", თუმცა დიდ წარმატებას ვერცერთ გუნდში ვერ მიაღწია.
1) ჯერ იმას იძახდნენ მესიზე რომ ხავი და ინიესტა რო არ ყავდეს ვერაფერს ვერ იზავდაო, როცა მათი პასებით გოლები გაქონდა.
2) ხავი და ინიესტა რომ წავიდნენ მესიმ შეცვალა ორივე მეპასე გახდა თანაც გენიალური, მაგრამ გოლის გამტანი აღარ ყავდა მეორე მესი აღარ ყავდა და თავის თავს ხომ არ გაუკეთებდა პასს თან გაიტანდა(?) აღმოჩნდა რომ გოლის გატანასაც მესი უნდა. ამიტომ მერე დაიწყეს იმის ლაპარაკი რომ მესის გამტანი არ ყავსო და ყველას დაავიწყდა ის გუშინ რომ გაიძახდნენ ხავის და ინიესტას გარეშე ვერაფერს ვერ იზავსო პასის მიმცემი უნდაო, თითქოს თვითონ არ შეეძლო იმათნაირი პასის მეპასეობა. არადა გენიაა და ყველაფერი შეუძლია.
ასე რომ მესი მართალია, მესი გუნდური მოთამაშეა ბარსას სისტემის მოთამაშეა სადაც მარადონობის უფლებას არავინ მისცემდა. დღეს მარადონა რომ თამაშობდეს შეზღუდავდნენ სქემაში ჩასმას მოუნდომებდნენ და რო არ დაემორჩილებოდა კატეგორიულად სკამზე დასვავდნენ. თან გამოაცხადებდნენ რომ ინდივიდუალისტების დრო წავიდა ყველამ გუნდურად უნდა ითამაშოსო. დღეს ამ ეპოქის მოთამაშეა მესი და ამ სისტემაში გახდა საუკეთესო. არის და იქნება