პერესის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ნორვეგიელს შეიძენდა, მას სათადარიგო სკამზე მოუწევდა ჯდომა.
"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. შესაძლოა, ერთ დღეს ქარიმის შემცვლელი დაგვჭირდეს, თუმცა ბენზემა სათადარიგო მოთამაშე არასოდეს გახდება".
შეგახსენებთ, მადრიდელებმა სულ ცოტა ხნის წინ აურელინ ჩუამენის ტრანსფერი დაადასტურეს.