სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი "რუბინი" ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის პრემიერლიგაში ვერ დატოვა, თუმცა გუნდიდან არ წასულა და მომავალ სეზონში ყაზანელთა რიგებში უფასოდ მუშაობასაც აპირებდა. 

51 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ პირველ ლიგაში "რუბინს" უსასყიდლოდ გაწვრთნიდა. თუმცა, თათრული კლუბის პრეზიდენტმა რუსტემ საიმანოვმა მწვრთნელს ამ მოთხოვნაზე უარი უთხრა. მხარეები მხოლოდ ხელფასის შემცირებაზე შეთანხმდნენ - სლუცკი პრემიერლიგის ხელფასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებ თანხას აიღებს (დაახლოებით, 200 000 ევროს წელიწადში).

სწორედ ლეონიდ სლუცკი იყო ის მწვრთნელი, რომლის ხელშიც ხვიჩა კვარაცხელია გაიხსნა და საკუთარი პოტენციალი მთელ
მსოფლიოს აჩვენა. როგორც ვხედავთ, ქართველს ყოფილი დამრიგებლისგან არამხოლოდ საფეხბურთო, ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაც შეეძლო...
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუ აპიარებთ რუსებს!!!
თე
17:25 20-06-2022
8
ნუ აპიარებთ რუსებს!!!
თე
17:25 20-06-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული