ტოდორ ნედელევი: პროფესორმა ინგოროყვამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი თბილისში მომხდარი ავარიისა და მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და პროფესორ შოთა ინგოროყვას მადლობა გადაუხადა, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა.

ბულგარული "სპორტალი" ნედელევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს აცნობს მკითხველს:

"ერთმა წამმა შეიძლება მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს! ოცნებები და გეგმები ერთ გაელვებაში ქრება, იქ, ბნელ გვირაბში... ახლა საკუთარ თავს არ ვეკითხები, დამნაშავეს რატომ არ ვეძებ. მე უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ!

არ მყოფნის სიტყვები, რომ მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა - პროფესორ შოთა ინგოროყვას და მის
გუნდს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ექიმ ბისერ ბოჩევს დროული ჩარევის და მუდმივი ზრუნვისთვის ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომ. მადლობელი ვარ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის იმის გამო, რომ ჩემ გვერდით იყო და ამ განსაცდელის გადალახვა შთამაგონა. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც განუწყვეტლივ ჩემს ფიქრებში იყო, სიყვარულისა და თანადგომისთვის.

მადლობელი ვარ ყველა ჩემი ახლობლისა და მეგობრის, რომლებიც გამბედაობას მაძლევდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ბულგარეთის ფეხბურთის კავშირს, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, კონსულ რალიცა დიმიტროვას, აგრეთვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იმისათვის, რომ იქ ყოფნისას მუდმივად ჩემ გვერდით იმყოფებოდნენ. და არა უკანასკნელ რიგში, მსურს მადლობა ვუთხრა ყველა ნაცნობსა და უცნობ ადამიანს, რომლებიც მხარდაჭერას მიცხადებდნენ. მე დარწმუნებული ვარ, მალე მოედანზე იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე!"

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან გამიხარდა მისი გამოჯანმრთელება.წარმატებებს ვუსურვებ მომავალ კარიერაში.კარგია,ადამიანს მადლიერების გრძნობა რომ გააჩნია.მართლაც კარგი ბიჭი ყოფილა.
რას ვერჩი ამ ოქროს კაცს,მაგრამ ამ ამბავმა, წლების წინ თბილისში დატრიალებული ტრაგედია გამახსენა.როცა ბულგარელმა დიპლომატმა,ავარიაში ორი ადამიანი იმსხვერპლა და ისე გაიპარა ქვეყნიდან,ბოდიშის მოხდაც კი არ ისურვა.კაცმა,რომელმაც ბრწყინვალედ იცის ქცევის წესები,ელემენტარული თანაგრძნობის წესზეც კი უარი თქვა და ამ ბიჭმა,რომელიც თვითონ გახდა მსხვერპლი,რომელსაც სავარაუდოდ იმ დიპლომატის მეათედი განათლება არ აქვს,მასზე ათასჯერ მეტი ადამიანობა გამოავლინა და გულები გაგვითბო.ასეთი ადამიანები ქმნიან ხალხთა მეგობრობას და მარინოვის მსგავსნი,ანგრევენ მას.
სოსო
12:42 24-06-2022
0
გილოცავ გადარჩენას და მადლობა მაკედონელებთან გატანილი გოლებით გადაგეხადოს ჩვენთვის!
შაკო
11:11 24-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული