ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის სატრანსფერო მიმოხილვა

AutoSharing Option
ევროპული კლუბები ახალი 2022/2023 სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან და ცდილობენ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას.

ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებმა თითქმის 500 მილიონი ევრო დახარჯეს და სიას დამაჯერებლად ლიდერობენ.

პრემიერ ლიგა - 448.49 მილიონი ევრო

სერია A - 284.388 მილიონი ევრო

ბუნდესლიგა - 218.68 მილიონი ევრო

ლა ლიგა - 141.80 მილიონი ევრო

ლიგა 1 - 115.15 მილიონი ევრო

კლუბებმა ტოპ 5 ჩემპიონატიდან ჯამში 1.208 მილიარდი ევროს ტრანსფერები განახორციელეს, ამ თანხის 37 პროცენტი კი პრემიერ ლიგურმა კლუბებმა დახარჯეს. გასულ სეზონში მხოლოდ ინგლისურმა გუნდებმა 1.3 მილიარდის
ტრანსფერები განახორციელეს.

10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერიდან 6 პრემიერ ლიგურია.

დარვინ ნუნიესი ("ბენფიკა"- ლივერპული") 75 მილიონი ევრო

ერლინგ ჰოლანდი ( "დორტმუნდი"- "მანჩესტერ სიტი") 60 მილიონი ევრო

ფაბიო ვიეირა ("პორტუ"- "არსენალი") 35 მილიონი ევრო

ნაიეფ აგუერდი ("რენი"- "ვესტ ჰემი") 35 მილიონი ევრო

ბრენდან აარონსონი ("ზალსბურგი"- "ლიდსი") 32.84 მილიონი ევრო

დიეგო კარლოსი ("სევილია" - "ასტონ ვილა") 31 მილიონი ევრო

თუმცა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ლა ლიგას ეკუთვნის, აურელინ ჩუამენი მადრიდის "რეალს" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მონაკოდან" შეუერთდა. რომ არა ეს გარიგება ლა ლიგა ტოპ 5 ჩემპიონატის ბოლო ადგილს დაიკავებდა, რადგან დანარჩენმა გუნდებმა ერთად მხოლოდ 61.80 მილიონი ევრო გაიღეს.

მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური გუნდების 5-ეული ასე გამოიყურება

1) "ლივერპული" - 85.79 მილიონი ევრო

2) მადრიდის "რეალი" - 80 მილიონი ევრო

3) "მანჩესტერ სიტი" - 60 მილიონი ევრო

4) "ლიდს იუნაიტედი" - 57.84 მილიონი ევრო

5) "დორტმუნდი" - 55 მილიონი ევრო


მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული