"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

AutoSharing Option
"სპარტაკის" 25 წლის შვედმა თავდამსხმელმა ჯორდან ლარსონმა ("ბარსელონას" ყოფილი ფორვარდის, ჰენრიკ ლარსონის შვილია) განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთში დაბრუნება არ სურდა და მოსკოვურ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

როდესაც კლუბი ფეხბურთელს ემშვიდობება, ყველა წესით, მადლობა უნდა გადაუხადოს და წარმატებები უსურვოს, "სპარტაკმა" კი დასცინა: "ჯორდან ლარსონი. აგენტი 007. გასულ სეზონში 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა, 7 ინტერვიუ. მადლობა დატვირთული სეზონისთვის, აგენტო №007-ო!"

"სპარტაკმა" ლარსონი 2019 წლის აგვისტოში 4 მილიონ ევროდ შეიძინა
და მან ამ გუნდში 87 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, აპრილში კი იჯარით აიკ-ში გადავიდა.

ლარსონს შეურაცხყოფა "სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ და ამავე გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ანზორ კავაზაშვილმა მიაყენეს.

ჩერვიჩენკო: "საძაგელი. მე მისი სიფათი არასოდეს არ მომწონდა. ეს მხოლოდ ფინანსური დანაკარგია. ცოტა ჭკვიანურად რომ მოვქცეულიყავით, ეს საზიზღარი 10 მილიონად უნდა გაგვეშვა და პანღურიც ამოგვერტყა. შედეგად - არც ფული და არც ფეხბურთელი".

კავაზაშვილი: "მადლობა ღმერთს, რუსულ ფეხბურთში ერთი ნაძირლით ნაკლები იქნება. ის "სპარტაკელებს" უკანალს უნდა ულოკავდეს იმის გამო, რომ საშუალო დონის ფეხბურთელს ამდენი წელი ძირითად შემადგენლობაში თამაშის და ძალიან დიდი ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევდნენ.

მას რუსეთზე რა აქვს სალაპარაკო? ჯანდაბას მისი თავი, დაე, იჯდეს კაპიკებზე თავისი თამაშის კლასით".

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანამ კავაზაშვილი ცოცხალია,რუსეთის ფეხბურთს,სულ ცოტა ერთი ნაძირალა,გარანტირებულად ეყოლება,მისი სახით.
სოსო
00:18 29-06-2022
0
მონღოლებს ტყუილად ადარებთ, მონღოლებს რუსებისგან განსხვავებით ბეჩავის კომპლექსი არ ქონდათ. რუსი ხალხი მთელი მისი არსებობის მანძილძე უუფლებო, ნაბეგვი მონაა ან დამპყრობლის ან თავისი მმართველის, რომელიც ასევე უცხოელი იყო ხოლმე. თავისით დღემდე არაფერი შეუქმნიათ და ბოღმით და სიცრუით სულდგმულობენ.
ანდრი
18:59 28-06-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული