"სამშობლო მხოლოდ რუსეთია" - ძებნილი კანდელაკის რეაქცია აშშ-ის სანქციებზე

AutoSharing Option
აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის 50-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 110-ზე მეტ სტრუქტურას. ამ სიაში ტელეარხ "მატჩ ტვ"-ის ყოფილი გენერალური პროდიუსერი და ამჟამად ჰოლდინგ "გაზპრომ-მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი მოხვდა. შეგახსენებთ, თებერვალში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა მოსკოვის ცსკა-ს.

"სასიამოვნოა ასეთ ღირსეულ ადამიანებთან ერთად მოხვედრა, რომლებიც თავისიანებს არ ღალატობენ. სამყარო შეიცვალა და ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით ძველი სამყაროს ნაწილი. იქ ჩვენ არ გველოდნენ და არ გველიან, ხოლო ისინი, რომლებიც ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ ან პირიქით, გადასხდნენ იმ, უცხო ქვეყნის სკამზე,
მათ თანაგრძნობას გავაგრძელებ. სამშობლო - ის მხოლოდ აქაა. ასე იყო მუდამ და ასე იქნება ყოველთვის. ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის და ჩემი ოჯახისთვის", - წერს კანდელაკი თავის ტელეგრამ-არხზე.

ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიკტოვამ განაცხადა, რომ კრემლის პროპაგანდის გავრცელების გამო კანდელაკს პასუხის გაცემა მოუწევს, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს და სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში, კომპენენტური ორგანოების მიერ უკრაინაში ექსტრადაციისათვის იქნება დაკავებული.

მკითხველის კომენტარები / 13 /
სუფთა ამაზრზენი ქალი
კოლხი
00:05 29-06-2022
8
ეგდე მანდ პუტინთან იქნებ რამეს გამოკრა ხელი....
დავით
23:47 28-06-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული