
ცნობილი გახდა "რეალიდან" გადასული 32 წლის ნახევარმცველ გარეთ ბეილის ხელფასი "ლოს-ანჯელესში".
კალიფორნიულმა კლუბმა უელსელს 1+1.5 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. მისი სეზონური ხელფასი 1.6 მილიონი დოლარი იქნება.
ცნობისათვის, ბეილი "რეალში" წელიწადში 20.3 მილიონს იღებდა, თუმცა აშშ-ში გადაბარგებით ძალიან კმაყოფილია და ამბობს, რომ ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის შესაფერისი ადგილია.
კლუბის მფლობელმა ლარი ბერგმა განაცხადა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელის მათ გუნდში გადასვლა ისტორიული მომენტია.