გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ამის შესახებ ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" დაწერა, უელსელი ბოლოს MLS-ის ბინადარ "ლოს-ანჯელესში" გამოდიოდა.

"ამის შესახებ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ახლა კი ახალი თავგადასავლისთვის ვემზადები. ფეხბურთმა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები მაჩუქა" - განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, უელსელმა საფეხბურთო კარიერა 2006 წელს "საუთჰემტონში" დაიწყო, 2007 წელს კი "ტოტენჰემს" შეუერთდა, სადაც პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ შემტევად იქცა, 2013 წელს ბეილი "რეალმა" იმ დროისთვის სარეკორდო 100 მილიონ ევროდ
შეიძინა, გარეთი "ბლანკოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 5-ჯერ გახდა.

რაც შეეხება ნაკრებს, ბეილი 111 მატჩში გატანილი 43 გოლით უელსის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

altიყო თამაშგარე? - გარეთ ბეილის არჩათვლილი გოლი რამდენიმე რაკურსით [VIDEO]

altგარეთ ბეილი: არ ვიცი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, მე გოლფს ვადევნებ თვალს

altგარეთ ბეილის ულამაზესი გოლი პსჟ-ის კარში, რომელიც არ ჩათვალეს [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული