"აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი" - ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა თანამემამულე მასწავლებლებს მოუწოდა, რომ გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად ირანთან მატჩი აყურებინონ. ერთ დროს ყველაზე ძვირად ღირებულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ უელსის მუნდიალზე გამოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რაც პატარა ისტორიულ გაკვეთილად შეიძლება ჩაითვალოს.

"თუ მე მასწავლებლების ადგილზე ვიქნებოდი, მაშინ ბავშვებს სკოლაში ჩვენი ნაკრების თამაშის ყურების შესაძლებლობას მივცემდი. ვიმედოვნებ, რომ სკოლაში ასე მოიქცევიან. გამოდიოდე მუნდიალზე, ეს ისტორიული მომენტია.

ჩემს მეგობრებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ, სურთ, რომ თავიანთმა შვილებმა ფეხბურთს უყურონ. ამიტომაც ამ დღეს ბავშვები სკოლაში არ მიჰყავთ. ვფიქრობ, მასწავლებლებმაც უნდა დაგვიჭირონ
მხარი და მისცენ ბავშვებს პატარა ისტორიული გაკვეთილი ფეხბურთის სახით" - განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, უელსი დღეს ირანს თბილისის დროით 14:00 საათზე შეხვდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი გაკვთილი კი გამოგივიდათ ნაღდად.
მალხაზ ჯობავა
16:50 25-11-2022
0
დღეს რაც ითამაშეთ ეგ რომ ეყურებინათ ბავშვები ფეხბურთს თავს დაანებებდნენ. საერთოდ რასაც უელსი თამაშობს მაგას ფეხბურთი არ ქვია.
G.LA
16:45 25-11-2022
0

სიახლეები პოპულარული