
გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდება და უელსელი ახალ გუნდთან ხელს 1,5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
"ლოს-ანჟელესში" კარლოს ველა ასპარეზობს, სულ ახლახან კი კლუბს ჯორჯო კიელინიც შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ბეილი MLS-ის ბინადართა რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. მას მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურა.