ხვიჩასთან, "ნაპოლიში" - რონალდო და კვარაცხელია ერთად შეუტევენ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გააფორმა და შეიძლება ნეაპოლურ კლუბში თვით რონალდო გადავიდეს.

The Athletic-ი იტყობინება, რომ 37 წლის რონალდოს "მანჩესტერის" დატოვება უნდა, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კარგ შეთავაზებას მიიღებს.

პსჟ-სგან განსხვავებით რონალდოს სამსახურით "ჩელსი" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებული.

პორტუგალიელს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და რადგან მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, იტალიაში დაბრუნება მოისურვა. გამოცემის მტკიცებით, კრიშტიანოს გადაბირებას "ნაპოლი" აპირებს.

"მანჩესტერმა" შესაძლო ტრანსფერის
თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რონალდო წარმავალი და წარსული არასოდეს არ იქნება. რონალდო ყიველთვის რონალდო იქნება. რეალიც და მანჩესტერიც რონის გარეშე არაფერს წარმოადგენენ და არც წარმოადგენდნენ რამეს. რონალდოა რონალდო და წერტილი.
რონის და პსჟ-ს ფანი
03 ივლისი 2022 08:04
3
მანჩესტერის რა გითხრა, მაგრამ, რეალი მის გარეშე მაინც რეალია!!!
ისე მაინც
03 ივლისი 2022 17:40
0
კარგია,ძალიან კარგი✊
გომორძგუა მარგალეფც
03 ივლისი 2022 16:16
2
ნახეთ YouTube-ში ვიდეო "Cristiano Ronaldo Dribbling Fails"
ქ. გ.
03 ივლისი 2022 08:37
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული