რონალდომ საკუთარი თავი "ინტერს" შესთავაზა, "ნერაძური" პორტუგალიელს ვერ გაიფორმებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარი თავი "ინტერს" შესთავაზა.

როგორც La Repubblica წერს, პორტუგალიელის გარემოცვა არა მხოლოდ "რომას", არამედ "ნერაძურისაც" დაუკავშირდა.

მილანური გუნდის თქმით, კრიშტიანოს ვერ გადაიბირებენ, რადგან ფინანსურად მზად არ არიან, მით უმეტეს, რონალდოს "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა წელიწადში 20 მილიონ ევროს უხდის... სწორედ ამიტომ, იტალიელებმა რომელუ ლუკაკუ დაიბრუნეს. ბელგიელი დაბალ ანაზღაურებას დათანხმდა.

რომელუს გაფორმების შემდეგ "შავ-ლურჯები" "ექსიუვენტუსელ" პაულო დიბალას ესაუბრებიან და ცდილობენ, სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი საკუთარ შემადგენლობაში ჩარიცხონ.

რაც შეეხება რონალდოს, ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ყველა ტურნირზე
ჯამში 39 შეხვედრა ჩაატარა და თავი 24 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი ნეაპოლში ხვიჩასთან, ფულს ვერ იშოვი მარა გაგისწორდება შენს მსგავს და უკეთესს რომ ნახავ კიდევ.
კრიშტიანუ!
00:04 29-06-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული