რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პირობები წაუყენა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მოქმედებით იმედგაცრუებულია.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუგალიელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება გუნდში, თუ მანკუნიანელები 6-7 ახალწვეულს გაიფორმებენ.

რონალდო "წითელ ეშმაკებს" 2021 წელს, ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჯამში 38 მატჩი ჩაატარა, თავი 24 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული