სრული სიგიჟე - საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები 95:0 და 91:1 დასრულდა, მაგრამ იცით, რა იყო პირველი ტაიმის ანგარიშები?!

AutoSharing Option
სიერა ლეონეს მე-2 დივიზიონში მომხდარმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

როგორი ამბავია? - "კაჰუნლა რეინჯერსმა" "ლუმბებუ იუნაიტედი" 95-0 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში "გალფმა" "კოკიმა ლიბანს" 91-1 სძლია.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ანგარიშები, შესაბამისად, 2:0 და 7:1 გახლდათ! და ამ დაპირისპირებებში დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო გარემოება... ჩვენ მიერ ნახსენები მეორე მატჩის არბიტრმა მე-2 ნახევარში მსაჯობაზე უარი თქვა და ის შეცვალეს.

ამ შეხვედრების შედეგები უკვე გაუქმებულია. სიერა ლეონეს ფეხბურთის ასოციაციამ ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ამ ორ მატჩზე
გამოძიება დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მე დადებული მქონდა ამ თამაშებზე 62,5 გოლზე მეტი და მოვიგე)))
შოთა
06 ივლისი 2022 12:54
1
მე კიდევ დადებული მქონდა 95,5-ზე ნაკლები და დამიჯდა.ისე კი მაგრად ვინერვიულე
კუკა
06 ივლისი 2022 17:21
0
ვააა კაცოოო! ტაიმი 45 წუთია და წუთში თუ 1 ბურთს გაიტან 95 საიდან გამოვიდა 1 წუთში ორი ბურთი გაქონდათ!? ფანტასტიკაა! მე მგონი უბრალოდ დახატული ანგარიშია და არც არავის გაუტანია მაგდენი! ბოლო ბოლო 95-ჯერ ზუსტად რომ დაარტყა და არცერთი არ ააცილო, ისიც მეკარე დგას კარებში და არ ინძრევა საერთოდ, არ ვიცი ზღაპარია რა!
მწვრთვნელი
06 ივლისი 2022 12:26
0
კიდევ კაი ფსონებს არ იღებდნენ თორემ ჩემი ბედი რომ ვიცი 2.5-ზე ნაკლებს დავდებდი)))
გიუᲨა
06 ივლისი 2022 12:06
0
ეს როგორ ტყუპი ბურთები გაქონდათ? ერთ წუთში 3 როგორ უნდა გაიტანო? ალბათ სათვალავი აერიათ!
givi
06 ივლისი 2022 12:05
0
ახლა არ დაიწყოთ ვაიპროფესორებმა: ჩაწყობილი თამაშები იყოო
დინამოელი
06 ივლისი 2022 11:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული