სრული სიგიჟე - საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები 95:0 და 91:1 დასრულდა, მაგრამ იცით, რა იყო პირველი ტაიმის ანგარიშები?!

AutoSharing Option
სიერა ლეონეს მე-2 დივიზიონში მომხდარმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

როგორი ამბავია? - "კაჰუნლა რეინჯერსმა" "ლუმბებუ იუნაიტედი" 95-0 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში "გალფმა" "კოკიმა ლიბანს" 91-1 სძლია.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ანგარიშები, შესაბამისად, 2:0 და 7:1 გახლდათ! და ამ დაპირისპირებებში დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო გარემოება... ჩვენ მიერ ნახსენები მეორე მატჩის არბიტრმა მე-2 ნახევარში მსაჯობაზე უარი თქვა და ის შეცვალეს.

ამ შეხვედრების შედეგები უკვე გაუქმებულია. სიერა ლეონეს ფეხბურთის ასოციაციამ ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ამ ორ მატჩზე
გამოძიება დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
საქართველოს ჩემპიონატში, თუ არ ვცდები 90-იანებში იყო ქუთაისის ტორპედო და ფოთის კოლხეთი ხვდებოდა და ქუთაისიდან ხუნდაძე და ფოთიდან დარასელია ხდებოდა ბომბარდირი, ქუთაისში 11:4 მორჩა და ფოთმა 10:5 მოგო მაგრამ ორივე მაჩის შედეგი გაუქმდა საბოლოოდ :):):):)
sormona
00:33 07-07-2022
0
“ლუმბებუ იუნაიტედი” პირველმა 95 გოლმა გატეხა, თორე მანამდე ლომებივით იბრძოდნენ ))
ირაკლი
21:01 06-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული