სრული სიგიჟე - საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები 95:0 და 91:1 დასრულდა, მაგრამ იცით, რა იყო პირველი ტაიმის ანგარიშები?!

AutoSharing Option
სიერა ლეონეს მე-2 დივიზიონში მომხდარმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

როგორი ამბავია? - "კაჰუნლა რეინჯერსმა" "ლუმბებუ იუნაიტედი" 95-0 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში "გალფმა" "კოკიმა ლიბანს" 91-1 სძლია.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ანგარიშები, შესაბამისად, 2:0 და 7:1 გახლდათ! და ამ დაპირისპირებებში დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო გარემოება... ჩვენ მიერ ნახსენები მეორე მატჩის არბიტრმა მე-2 ნახევარში მსაჯობაზე უარი თქვა და ის შეცვალეს.

ამ შეხვედრების შედეგები უკვე გაუქმებულია. სიერა ლეონეს ფეხბურთის ასოციაციამ ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ამ ორ მატჩზე
გამოძიება დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ან სტოპიატს თამაშობდნენ და 300 -მდე იყო უეჭველი
Nika
06 ივლისი 2022 14:48
0
მე დადებული მქონდა ამ თამაშებზე 62,5 გოლზე მეტი და მოვიგე)))
შოთა
06 ივლისი 2022 12:54
1
მე კიდევ დადებული მქონდა 95,5-ზე ნაკლები და დამიჯდა.ისე კი მაგრად ვინერვიულე
კუკა
06 ივლისი 2022 17:21
0
კიდევ კაი ფსონებს არ იღებდნენ თორემ ჩემი ბედი რომ ვიცი 2.5-ზე ნაკლებს დავდებდი)))
გიუᲨა
06 ივლისი 2022 12:06
0
ალბათ მეორე ტაიმში მარტო ერთი გუნდი თამაშობდა და მარტო საჯარიმოში თამაშობნენ--გაიტანდნენ გოლს მერე საჯარიმოს ხაზიდან ანახლებდნენ თამაშს კიდევ გაიტანდნენ მერე სირბილით გამოქონდათ ბურთი და ისევ იმეორებდნენ იგივე პროცედურას D თუმცა მაინც საეჭვოა 45 წუთში 93 გოლი გაეტანათ D შეიძლება სტეფ კარი ყავდათ გუნდში და სამქულიანებს იტანდა საჯარიმოს გარედან DD
zura222
06 ივლისი 2022 13:01
0
ალბათ ქუსლი 2 და დირკა 3 იყო
Nika
06 ივლისი 2022 14:45
0
მსაჯს 3 წუთიც რომ დაემატა, ასამდეც ავიდოდნენ.
ისე, რომ დააზუსტოთ, კალათბურთს ხომ არ თამაშობდნენ, ურიგო არ იქნება.
პელე
06 ივლისი 2022 15:35
0
ვააა კაცოოო! ტაიმი 45 წუთია და წუთში თუ 1 ბურთს გაიტან 95 საიდან გამოვიდა 1 წუთში ორი ბურთი გაქონდათ!? ფანტასტიკაა! მე მგონი უბრალოდ დახატული ანგარიშია და არც არავის გაუტანია მაგდენი! ბოლო ბოლო 95-ჯერ ზუსტად რომ დაარტყა და არცერთი არ ააცილო, ისიც მეკარე დგას კარებში და არ ინძრევა საერთოდ, არ ვიცი ზღაპარია რა!
მწვრთვნელი
06 ივლისი 2022 12:26
0
“ლუმბებუ იუნაიტედი” პირველმა 95 გოლმა გატეხა, თორე მანამდე ლომებივით იბრძოდნენ ))
ირაკლი
06 ივლისი 2022 21:01
0
დაძაბული თამაში ყოფილა. )))
100%
06 ივლისი 2022 14:39
0
ეს როგორ ტყუპი ბურთები გაქონდათ? ერთ წუთში 3 როგორ უნდა გაიტანო? ალბათ სათვალავი აერიათ!
givi
06 ივლისი 2022 12:05
0

სიახლეები პოპულარული