
პორტუგალიელი ვეტერანი ბოლოს იტალიურ "ვენეციაში" ბურთაობდა, თუმცა ამ უკანასკნელის სერია A-დან გავარდნის შემდეგ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა.
ნანიმ კარიერა ლისაბონის "სპორტინგში" დაიწყო. მას "მანჩესტერ იუნაიტედში", "ფენერბაჰჩეში", "ვალენსიასა" და სხვა არაერთ ცნობილ გუნდში უასპარეზია.