"აიაქსმა" ორი ტრანსფერის შესახებ გვაუწყა

AutoSharing Option
"აიაქსმა" გვაუწყა, რომ გუნდს ორი ახალი წევრი ჰყავს. ამსტერდამელთა რიგებში ამიერიდან ფრანცისკო კონსეისაო და ბრაიან ბრობი ითამაშებენ.

პირველი მათგანი ნიდერლანდელებმა პორტუგალიური "პორტოდან" 5 მილიონ ევროდ შეიძინეს და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმეს.

რაც შეეხება ბრობის, ის ამსტერდამში "ლაიფციგიდან" 16,3 მილიონი ევროს სანაცვლოდ (+3 მილიონი ბონუსები) გადაბარგდა და მანაც შრომითი ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული