ურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს

AutoSharing Option
29 წლის ურუგვაელმა მცველმა გილერმო ვარელამ მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს ღორული უწოდა.

"დინამომ" კი
"ტორპედო" 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდში 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლუკა გაგნიძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ურუგვაელი გაექცა რუსებს და ქართველი გაგნიძე უჯდეს რუსებს!!
სოსო
22:21 24-07-2022
13
ღორმა ღორს უთხრა: ღრუტ-ღრუტო)))))
ღორებს რა?
07:33 25-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული