რა იყო მიზეზი, რატომაც უარი თქვეს გუნდებმა რონალდოზე?

AutoSharing Option
ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ არც ერთ ევროპულ გიგანტს გუნდში კრიშტიანო რონალდოს მიყვანა არ სურს. პორტუგალიელ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვერ მოხვდა, ამიტომაც უნდა, რომ გუნდი გამოიცვალოს.

კრიშტიანოს სახელი დაუკავშირეს ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან "ბაიერნი", "პარი სენ ჟერმენი", "ატლეტიკო", "რეალი"... წარმოიდგინეთ კარიერაში 815 შეხვედრა გამართა და საშუალოდ 0.73-ი გოლი გაიტანა, თუმცა მასზე მაინც აღარ ნადირობენ.

საინტერესოა რა განაცხადეს გუნდებმა და რატომ თქვეს უარი

მიუნხენის "ბაიერნი"

სოციალურ ქსელში პორტუგალიელი გერმანულ გუნდს პირველი დაუკავშირეს, თუმცა მოგვიანებით,
"რეკორდმაისტერმა" განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივედით, მიუხედავად ჩვენი მისდამი პატივისცემისა, ის ჩვენს გეგმებში ამ მომენტში არ ჯდება"-  განაცხად ოლივერმა.

"პარი სენ ჟერმენი"

პსჟ-ის ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინო და გუნდის სპორტული დირექტორი, ლეონარდო გაათავისუფლა.

პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის თქმით, კლუბს კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს, კრიშტიანო კი მის გეგმებში არ შედის და არც მის ფილოსოფიაში არ ჯდება. არადა მესისა და რონალდოს დუეტი...

"ჩელსი"

"არისტოკრატების" შემადგენლობაში გადასვლის საკმაოდ მაღალი შანსი იყო, თუმცა ტომას ტუხელი პორტუგალიელით არ დაინტერესდა, როგორც ჩანს, ლონდონელებთან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ადგილი ვერ გამოინახა...

მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო"

"ბლანკოსმა" საკუთარ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, მოწინააღმდეგე ბანაკის გულშემატკივრბემა კი პორტუგალიელის გუნდში მისვლა არ ისურვეს... უცნაურია, როგორც მინიმუმ "თეთრების" მხრიდან, რადგან კრიშტიანოს კალიბრისა და მნიშვენლობის ფეხბურთელის სასიკეთოდ გამოყენება შეეძლოთ და როგორც მინიმუმ გაწეული ღვაწლისთვის მეორედ გადაყვანას იმსახურებდა.

ჯერ კიდევ აქტიურია "ნაპოლის" ვარიანტი, ასევე გამოჩნდა "დორტმუნდში" გადასვლის შანსიც... ყველაფერს დრო აჩვენებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
დორტმუნდი იდეალური ვარიანტი იქნება, ძალიან მაგარი იქნება როისის და რონალდუს ერთ გუნდში ნახვა. მგონი ზუსტად რონალდუსნაირი ფეხბურთელი აკლია დორტმუნდის სტილს.
bmb
31 ივლისი 2022 19:43
0
პსჟ-ში იქნებოდა ძალიან საინტერესო! თანაც ისეთ მაღალ ხელფასს, როგორსაც რონალდო ითხოვს სხვა ვერც გაწვდება!
ტარიელ მაღალდაძე
30 ივლისი 2022 16:19
3
იქ სადაც ინიესტას ოქროს ბურთი არ აქ და რონალდინიოს მხოლოდ 1 ოქროს ბურთი... ამ პენალდუს 5 ოქროს ბურთი აქ . არადა მაქსიმუმ ორი თუ ეკუთვნის. უბრალოდ ბევრი მიხვდა რო პერესის გარეშე რონალდო გინდა იყოს გინდა არა. 20 გოლს გაიტანს თავის გუნდის ხარჯზე ბაზარი არაა. რომ არა 24 საათიანი ვარჯიშები რონალდო მაგარი უნიჭო ფეხბურთელია. რონალდინიო მესის უფრო ხმერთისგან აქვთ რაც აქვთ. იმიტომაა ვინც ლაპარაკობს რო პენალდუ ჯობია ან ერთს ან მეორეს ის ფეხბურთის ბაიბურში არაა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
30 ივლისი 2022 15:53
32
გუბერნია მაგარი გაბოროტებული ჩანხარ
baggio
31 ივლისი 2022 11:27
0
ყოჩაღ! აბსოლოტურად მართალი ხართ. რონალდოს დიდი ავტორიტეტი სარეკლამო კომპანიებს სჭირდებოდათ. იმ 5 ოქროს ბურთიდან უმეტესობა იმ კომპანიების დამსახურებაა!
შოდა
30 ივლისი 2022 23:04
4
ყველა გამოხმაურება
უბრალოდ ეშინიათ მისი, არ იციან როგორ გამოიყენონ! ამიტომ, ურჩევნიათ თავი არ აიტკივონ და თავიანთი უსუსური სქემებით შეიქციონ თავი. ეს არ ეხება ანჩელოტის, ვინაიდან ბენზემას მის ჩრდილიში აღარ დააყენებენ!!!
გიორგი
30 ივლისი 2022 14:55
0
ეგოისტი და გუნდის ტორმუზია ყველგან და იმიტომ ყველაზე ნაღდი იყო ის მასიმილიანო ალეგრიმ როგორც თქვა. მენტალურადაც ვერ არი ჯანმრთელად გუნდზე ცუდ გავლენას ახდენს
Sergio_Ramos4.
30 ივლისი 2022 13:57
15
ასაკის გამო,მასთან დაკავშირებით გრძელვადიან პროექტებზე ვერ იფიქრებ,ხელფასი ძალიან მაღალი,კლუბში ადაპტაციისათვის საჭირო დრო და გამოდის,რომ აღარ უღირთ.
სოსო
30 ივლისი 2022 13:03
2
როლანდო ძალიან ამბიციუარია (ვარსკვლავური დაავადება, ღუპავს ვარსკვლავებს) და მთავარი მიზეზიც ეგ არის! თანაც ვერცერ მწვრთნელთან ვერ ალაგებს ურთიერთობას, რაც გუნდში დაძაბულობას იწვევს, მე გონი ამის გამოც უფრთხიან.
Temo
30 ივლისი 2022 13:53
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული