ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ არც ერთ ევროპულ გიგანტს გუნდში კრიშტიანო რონალდოს მიყვანა არ სურს. პორტუგალიელ ვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვერ მოხვდა, ამიტომაც უნდა, რომ გუნდი გამოიცვალოს.
კრიშტიანოს სახელი დაუკავშირეს ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან "ბაიერნი", "პარი სენ ჟერმენი", "ატლეტიკო", "რეალი"... წარმოიდგინეთ კარიერაში 815 შეხვედრა გამართა და საშუალოდ 0.73-ი გოლი გაიტანა, თუმცა მასზე მაინც აღარ ნადირობენ.
საინტერესოა რა განაცხადეს გუნდებმა და რატომ თქვეს უარი
მიუნხენის "ბაიერნი"
სოციალურ ქსელში პორტუგალიელი გერმანულ გუნდს პირველი დაუკავშირეს, თუმცა მოგვიანებით,
"რეკორდმაისტერმა" განცხადება გაავრცელა:
"ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივედით, მიუხედავად ჩვენი მისდამი პატივისცემისა, ის ჩვენს გეგმებში ამ მომენტში არ ჯდება"- განაცხად ოლივერმა.
"პარი სენ ჟერმენი"
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინო და გუნდის სპორტული დირექტორი, ლეონარდო გაათავისუფლა.
პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის თქმით, კლუბს კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს, კრიშტიანო კი მის გეგმებში არ შედის და არც მის ფილოსოფიაში არ ჯდება. არადა მესისა და რონალდოს დუეტი...
"ჩელსი"
"არისტოკრატების" შემადგენლობაში გადასვლის საკმაოდ მაღალი შანსი იყო, თუმცა ტომას ტუხელი პორტუგალიელით არ დაინტერესდა, როგორც ჩანს, ლონდონელებთან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ადგილი ვერ გამოინახა...
მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო"
"ბლანკოსმა" საკუთარ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, მოწინააღმდეგე ბანაკის გულშემატკივრბემა კი პორტუგალიელის გუნდში მისვლა არ ისურვეს... უცნაურია, როგორც მინიმუმ "თეთრების" მხრიდან, რადგან კრიშტიანოს კალიბრისა და მნიშვენლობის ფეხბურთელის სასიკეთოდ გამოყენება შეეძლოთ და როგორც მინიმუმ გაწეული ღვაწლისთვის მეორედ გადაყვანას იმსახურებდა.
ჯერ კიდევ აქტიურია "ნაპოლის" ვარიანტი, ასევე გამოჩნდა "დორტმუნდში" გადასვლის შანსიც... ყველაფერს დრო აჩვენებს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით