წყაროს ცნობით, კეპას "ჩელსის" დატოვება იმდენად სურს, რომ მზადაა ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილზე უარი თქვას, მისი წლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევროა, "ნაპოლი" კი 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
თავის მხრივ, იტალიური კლუბი 27 წლის ესპანელს ალექს მერეტის კონკურენტად განიხილავს. ნეაპოლელები კეილორ ნავასის კანდიდატურითაც დაინტერესებულნი იყვნენ, თუმცა ფეხბურთელის ფინანსური მხარე აურელიო დე ლაურენტისისთვის პრობლემას წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, კეპა არისაბალაგა "ჩელსის" 2018 წელს სარეკორდო 72 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა მოლოდინები ვერ გაამართლა და გუნდის