33 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" სპორტულ დირექტორთან, ჰასან სალიჰამიჯიჩთან, პატარა შეთანხმებას მიაღწია.
როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი ირწმუნება, თავდამსხმელი პრესეზონის ტურნეს შემდეგ მიუნხენში "რეკორდმაისტერის" წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა, რათა ყველაფერი გაერკვიათ და შეთანხმებულიყვნენ, რომ მედიაში ერთმანეთთან ცუდად არ ესაუბრათ.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკი "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" სულ ახლახან გადავიდა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით