სიერა ლეონეს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი მოჰამედ ტურაი ახლახან გადავიდა ჩინეთის "ჰენანიდან" შვედეთის "მალმიოში" და ამ "საპატიო მიზეზის" გამო საკუთარ ქორწილს ვერ დაესწრო.
საქმე ისაა, რომ კლუბმა ტურაის სთხოვა, გუნდთან უკეთ ადაპტაციის მიზნით წინასასეზონო შეკრება არ დაეტოვებინა და ფეხბურთელმა ქორწილში სიძის როლის შესრულება თავის ძმას სთხოვა.
"დღეს მე ჩემს შეყვარებულზე დავქორწინდი. ახლა ის ჩემი მეუღლე და საუკეთესო მეგობარია. როგორი გასაოცარი ადამიანია და როგორი ბედნიერებაა! ერთი სული მაქვს, ახალ ცხოვრებას შენთან ერთად როდის დავიწყებ.
ეს სურათები წინასწარ გავამზადეთ. ისე
მოჩანს, თითქოს ვიყავი იქ, სადაც არ ვყოფილვარ. ქორწილში ჩემი თავი ჩემმა ძმამ წარმოადგინა. ახლა შევეცდები მეუღლე მალმიოში ჩამოვიყვანო, რათა ახლოს მყავდეს. ერთად ვიცხოვრებთ", - დაწერა მოჰამედმა სოციალურ ქსელში.
ეს სურათები წინასწარ გავამზადეთ. ისე