რას არ გაიგებ - სიძის მაგივრობა ძმამ გასწია

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო...

სიერა ლეონეს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი მოჰამედ ტურაი ახლახან გადავიდა ჩინეთის "ჰენანიდან" შვედეთის "მალმიოში" და ამ "საპატიო მიზეზის" გამო საკუთარ ქორწილს ვერ დაესწრო.

საქმე ისაა, რომ კლუბმა ტურაის სთხოვა, გუნდთან უკეთ ადაპტაციის მიზნით წინასასეზონო შეკრება არ დაეტოვებინა და ფეხბურთელმა ქორწილში სიძის როლის შესრულება თავის ძმას სთხოვა.

"დღეს მე ჩემს შეყვარებულზე დავქორწინდი. ახლა ის ჩემი მეუღლე და საუკეთესო მეგობარია. როგორი გასაოცარი ადამიანია და როგორი ბედნიერებაა! ერთი სული მაქვს, ახალ ცხოვრებას შენთან ერთად როდის დავიწყებ.

ეს სურათები წინასწარ გავამზადეთ. ისე
მოჩანს, თითქოს ვიყავი იქ, სადაც არ ვყოფილვარ. ქორწილში ჩემი თავი ჩემმა ძმამ წარმოადგინა. ახლა შევეცდები მეუღლე მალმიოში ჩამოვიყვანო, რათა ახლოს მყავდეს. ერთად ვიცხოვრებთ", - დაწერა მოჰამედმა სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოშიაც ვიცი აეთი ქორწილი, ოღონდ აქ მეფის როლი მაჭანკალმა ქალბატონმა შეასრულა.
ჟორა
00:22 07-08-2022
0
იმედია ლოგინშიც არ შეუსრულებია მოვალეობა.D
რრრ
17:02 06-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული