"რუბინის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

AutoSharing Option
"რუბინის" აღზრდილმა ფეხბურთელმა, 21 წლის ანტონ ადარიჩევმა 62 წლის მამა მოკლა, 61 წლის დედა კი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში ავტომობილით გადაიყვანა და მიმალვას შეეცადა, მაგრამ პოლიციელებმა დააკავეს.

Бизнес Online-ს ცნობით, ინციდენტი 3 აგვისტოს მოხდა. სახლში დაბრუნებულმა ანტონის მამამ აღმოაჩინა, რომ ტელევიზორი აღარ იყო. მამასა და შვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულმა მამას დანა გულსა და მუცელში ჩაარტყა. ამ დროს ოთახში დედა შევიდა, რომელიც მან მუცლის არეში დაჭრა.

"დანაშაულს ნაწილობრივ ვაღიარებ. რატომ ნაწილობრივ? მამის მოკვლა ჩემი მიზანი არ იყო. დანაშაული განზრახ არ ჩამიდენია.
ფული ფსონებისთვის მჭირდებოდა", - განაცხადა ადარიჩევმა სასამართლო განხილვაზე.

ანტონი 2021 წელს ქურდობის გამო დააკავეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. ის უკანასკნელ ხანს ფსონების დადებაში იყო შემჩნეული.

მოკლული ვალერი ადარიჩევი ნაბერეჟნიე ჩელნის ქარხანა "კამაზის" საინოვაციო და პროგრესული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ღრუსების ნამდვილი სახე!!!
დათო
18:51 06-08-2022
0
სად ერეკლეო ისე მოგდით სპორტალ.რუსეთის კრიმინალურ ქრონიკებს აქვეყნებთ უკვე?ვინ ადარიჩევი,რა ადარიჩევი.ვინმეს გაუგონია ასეთი ფეხბურთელი?და აინტერესებს რუსეთში ვინ მამა მოკლა და ვინ ძმა?ჩვენი არ გვყოფნის?ანუ დაძვრებით რუსულ საიტებზე და ყველა უაზრო სტატიას თარგმნით.სირცხვილი თქვენ.
master
12:56 06-08-2022
3

სიახლეები პოპულარული