ომის პერიოდში უკრაინელი ფეხბურთელი რუსულ "უფაში" გადავიდა

AutoSharing Option
25 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი ოლექსანდრ მასალოვი კარიერას რუსეთის მე-2 ლიგის ბინადარ "უფაში" განაგრძობს.

ის ბოლოს სამშობლოში ასპარეზობდა და "დესნას" მაისურს ირგებდა, საფეხბურთო კარიერას კი კიევის "დინამოში" იწყებდა.

"ჩვენი კლუბი კმაყოფილია ოლექსანდრ მასალოვის ტრანსფერით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენ ძალიან დაგვეხმარება.

მასთან ერთად "უფა" პროგრესს გააგრძელებს. რაც შეეხება თავად ტრანსფერს, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიარა. არ მსურს მასალოვის მოქალაქეობის საკითხზე საუბარი", - უთხრა Sport24-ს "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სავარაუდოდ დიდი ფულის სანაცვლოდ გაყიდა სამშობლო, თვითონაც ხვდება რომ უკრაინაში აღარ ჩაესვლება და დარჩება უსამშობლო ადამიანად, სამარცხვინოა!
12
ჩვენები ბევრი თამაშობს, სხვისი რა გიკვირთ. თითქმის ყოველ გუნდში გაიგებ ქართულ გვარს
ლევან
12:42 08-08-2022
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული