ოფიციალურად: "ნაიმეგენმა" სილესენის დაბრუნება გვაუწყა - მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე იქნება

AutoSharing Option
"ნაიმეგენმა" გვაუწყა, რომ კლუბმა "ვალენსიადან" 33 წლის მეკარე იასპერ სილესენი დაიმატა და მის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

ნიდერლანდურმა კლუბმა გამოცდილ კარის დარაჯს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმა.

სილესენი საფეხბურთო კარიერას სწორედ "ნაიმეგენში" იწყებდა, სადაც 2010/11 წლების სეზონში ასპარეზობდა.

ნიდერლანდელი კიპერის წასვლის შემდეგ უკვე გარდაუვალი და ფაქტი გახდა, რომ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში გიორგი მამარდაშვილი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად,ამ კაცმა ბევრი რამ ასწავლა გიოს.წარმატებები იასპერ ყველგან...
მე
21 აგვისტო 2022 20:52
0
წარმატებები ამ კაცს, მაგრად მიეხმარა თავის კონკურენტს. ეს ცოტას შეუძლია. ღირსეული კაცია როგორც ჩანს
კაპიტან გარდენბურგი
09 აგვისტო 2022 02:05
0
სადამდე დაეცა ჰოლანდიის ნომერი 1 კიპერი.რა ნაიმეგენი.დავიჯერო აიაქსის უმწიფარ მეკარეებს ვეღარ სჯობს?
Master
08 აგვისტო 2022 16:01
1
გიოს მაინც არ ააქვს მოშვების უფლება, არც დომენეკია ხელწამოსაკრავი.
ტტტ
08 აგვისტო 2022 14:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული