"ზოგი გოგონებს ახარჯავდა, ზოგი სვამდა და ერთობოდა..." - კავაზაშვილი ჰყვება, რაში ხარჯავდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის პერიოდში

AutoSharing Option
მოსკოვის "ტორპედოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი რუსი ფეხბურთელის, გიორგი ტიგიევის განცხადებას გამოეხმაურა.

ტიგიევმა დაიჩივლა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ფული საერთოდ აღარ დარჩა... კავაზაშვილმა კი გაიხსენა, როგორ იყენებდნენ ფეხბურთელები ფულს საბჭოთა კავშირის დროს.

"სსრკ-ში ბევრი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც შესანიშნავად თამაშობდნენ, კარგ ფულს იღებდნენ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ აღარაფერი შერჩათ.

გასაკვირი არაფერია, ვიღაც ძუნწია - ზოგავს და ზოგავს ფულს... ვიღაცას შეუძლია მთელი ჯამაგირი დახარჯოს...

ჩემს დროს ასეთი ფეხბურთელები ბევრნი იყვნენ... ზოგი სვამდა, ზოგი ერთობოდა, ზოგიც გოგონებს ახარჯებდა...

ახლა, რა თქმა
უნდა, ცხოვრება სხვაგვარადაა. სსრკ-ში ფეხბურთელები იმ დროს დიდ ფულს იღებდნენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელები ჭკვიანურად იყენებენ თავიანთ ხელფასს“, - ციტირებს RB Sport-ი კავაზაშვილს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მამა გაქართველებული ბერძენი ჰყავდა,ნახევრად ბერძენი.დედა კი გურული. თბილისის დინამო ძალიან ახალგაზრდამ სერგო კოტრიკაძის კონკურენციის გამო დატოვა.მითუმეტეს სსრკ ერთი ქვეყანა იყო. ვინც არ იცის ნუ განსჯის მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მეკარეს. ის ყოველთვის ამაყობდა თავისი ქართველობით. მითუმეტეს რომ ოთხმოცს გადაცილებულია.
ჯუჯი
05:13 11-08-2022
10
ამ ანზორამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ქართული მხოლოდ გვარის დაბოლოება აქვს. კაცმა ფული ქალებშიც უნდა დახარჯოს და საძმოშიც.
muro
01:50 11-08-2022
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული