"ქალებივით მოიქეცით! სრული ***... რუსეთში ცხოვრობდით და ფულს შოულობდით, ახლა გახდა ცუდი?!" - კვირკველიას ყოფილი თანაგუნდელი რუსეთიდან წასულ ლეგიონერებზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა და საბა კვირკველიას თანაგუნდელმა, 34 წლის სერბმა მცველმა ნემანია პეიჩონოვიჩმა, ის ლეგიონერები გააკრიტიკა, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატს ტოვებენ.

"რუსეთს ვერავინ შეეხება. არ ვიცი, რატომ ტოვებენ ლეგიონერები ადგილობრივ პრემიერ ლიგას. ეს ფეხბურთელები ქალებივით იქცევიან და არა მამაკაცებივით. აბა, რატომ ჩამოხვედით რუსეთში?! - აქ ცხოვრობდით, ფულს შოულობდით და ახლა ამბობთ, რომ ცუდია?!

ეს არის სრული ***... დასავლური პროპაგანდა ტვინს ურეცხავთ და ლეგიონერებმა არ იციან, თუ რა ხდება რეალურად.

ახლა დადგა დრო, რომ უცხოელებმა გადაწყვიტონ, საითკენ არიან - დასავლეთისკენ თუ
აღმოსავლეთისკენ. თუ უცხოელი ფეხბურთელები დასავლეთში წავლენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ. ევროპაში იმდენს ვერ გამოიმუშავებენ, რამდენიც რუსეთში შეუძლიათ.

რუსეთი არის თვითკმარი ქვეყანა, რომელსაც არავისგან არაფერი სჭირდება. ევროპისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს.

რუსეთს არ სჭირდება მოღალატეები, დაე ჩამოაგდონ ისინი ოთხივე მხრიდან", - ამბობს პეიჩონოვიჩი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ დედამშვენიერის ბოდვაზე რა უნდა თქვა მაგრამ რატო გონია ასეთ ნახევარ (თუ რა ჯანდაბაც ქვიათ ასეთებს) რუსებს რომ ფულს შოულობენ ფულს კი არ შოულობ არამედ გიხდიან შენს შრომაში და ეს თუ შოულობს მაშინ მათხოვარი ყოფილა ხო ისე ქართული წარმოშობის მომღერლებმა იციან ამ ქვეყანამ შემიფარაო და ჰაი ჰუიო და შესაბამისად თუ შეგიფარს და შენ შრომაში არ გიხდიან რამეს მათხოვარი ხარ აბა რა ჯანდაბა ხარ არა მარტო მომღერლები კანდელაკის ნაირი დაბალი ყოფაქცევის ხალხიც იქცევა ასე
აკინ
10:10 12-08-2022
0
მანდ, 21-ე საუკუნეშიც შუა საუკუნეების მენტალიტეტის ღრუსეთში რომ მოდიოდნენ - უმეცრები და ბრიყვები იყვნენ-ფულზე დაფეთდნენ და...
ტ ვ ი ნ ი თ- ,,აზროვნებით,, სერბები - ღრუსებზე ნაკლები ,,შარიკოვები,, კი არა ხართ- მენტალურად დღესაც შუა საუკუნეებში რომ ცხოვრობთ მეზობელი ერების სახელმწიფოების ლიკვიდაცია-,,მიერთების
- ,,სტრა-ლი მიზნები,,-თ(?!),
ის ღრუსეთი- დასავლეთის კისერზე იჯდა- გაზი,ნავთობით და მით ამბიციურებდა,თან ეზიზღებათ,თან მათ ფინანსები-ეკო-კა- ტექნოლოგიებზე,ე.ი. გ ო ნ ი ე რ ე ბ ა ზ ე იდგა და ის ფინანსები სპორტშიც განაწილებული ქონდათ...მოვიდა დრო, დასავლეთმა- ,,თავში ძაან მაგრად აგივარდათ,,-ო- ღრუსებს (ღორის ,,აზროვნებას,, რომ ვერ გასცდნენ 500 წელია!) და... - ტოტალურ იზოლირებაში რომ მოაქცევენ-მერე ვნახავთ ღრუსების და მისი პატარა დამქაშების ,,ამბიციურობას,,- სპორტის ,,განვითარებას,,(!)
კახაბერი
21:23 11-08-2022
3

სიახლეები პოპულარული