"ქალებივით მოიქეცით! სრული ***... რუსეთში ცხოვრობდით და ფულს შოულობდით, ახლა გახდა ცუდი?!" - კვირკველიას ყოფილი თანაგუნდელი რუსეთიდან წასულ ლეგიონერებზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა და საბა კვირკველიას თანაგუნდელმა, 34 წლის სერბმა მცველმა ნემანია პეიჩონოვიჩმა, ის ლეგიონერები გააკრიტიკა, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატს ტოვებენ.

"რუსეთს ვერავინ შეეხება. არ ვიცი, რატომ ტოვებენ ლეგიონერები ადგილობრივ პრემიერ ლიგას. ეს ფეხბურთელები ქალებივით იქცევიან და არა მამაკაცებივით. აბა, რატომ ჩამოხვედით რუსეთში?! - აქ ცხოვრობდით, ფულს შოულობდით და ახლა ამბობთ, რომ ცუდია?!

ეს არის სრული ***... დასავლური პროპაგანდა ტვინს ურეცხავთ და ლეგიონერებმა არ იციან, თუ რა ხდება რეალურად.

ახლა დადგა დრო, რომ უცხოელებმა გადაწყვიტონ, საითკენ არიან - დასავლეთისკენ თუ
აღმოსავლეთისკენ. თუ უცხოელი ფეხბურთელები დასავლეთში წავლენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ. ევროპაში იმდენს ვერ გამოიმუშავებენ, რამდენიც რუსეთში შეუძლიათ.

რუსეთი არის თვითკმარი ქვეყანა, რომელსაც არავისგან არაფერი სჭირდება. ევროპისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს.

რუსეთს არ სჭირდება მოღალატეები, დაე ჩამოაგდონ ისინი ოთხივე მხრიდან", - ამბობს პეიჩონოვიჩი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
34 წლის არის,სერბეთის ნაკრებში სულ 3 თამაში აქვს თანაც დიდი ხნის წინ,რუსეთის ნაკრებში თამაში უნდოდა და უარი უთხრეს,2020-2022 წლებში ვორონეჟის ფაკელში თამაშობდა და 1 ივნისიდან უგუნდოდაა, ეტყობა იმიტომ უძვრება რუსებს რომ რომელიმე რუსულმა გუნდმა აიყვანოს, მოკლედ ევროპაში (უკვე აღარც რუსეთში) ეგ არავის სჭირდება თორემ სიამოვნებით წავიდოდა.
გია
14:33 11-08-2022
7
"რუსსკიი კარაბლ იდი ნა *უიიიი "
ბათუმელი ექსპერტი
13:07 11-08-2022
18

სიახლეები პოპულარული