"პატივი ეცი შენს თავს, მოხუცო, 75 წლის ხარ..." - რონალდოს დამ კრიშტიანო დაიცვა და პერესს პასუხი გასცა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აბარგების საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტები მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესსაც დაეკითხნენ, აპირებდა თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბრუნებას.

"კვლავ რონალდო?! 38 წლის ასაკში?!", - მიუგო პერესმა, რითაც მიანიშნა, რომ ტრანსფერი გამორიცხული იყო.

როგორც ჩანს, დონ ფლორენტინოს ეს განცხადება კრიშტიანოს დას კატია ავეიროს დიდად არ ესიამოვნა და მან პერესს სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგნაირად უპასუხა:

"ის 38 წლისაა, მაგრამ მაინც შეუძლია ორ მეტრზე მაღლა ახტეს და იქ 3 წუთი დარჩეს.
ამ ასაკში მას სხეულში ცხიმი არ აქვს.

პატივი ეცი შენს თავს, მოხუცო, 75 წლის ხარ..." - წერს ავეირო სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ რონალდო "რეალის" ღირსებას 2009/18-წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა და 131 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
უმადურობაც ამას ჰქვია,როდის იყო რეალი თავის ვარსკვლავებს აფასებდა,
პაპა
06:59 13-08-2022
0
მე მესი ვარ და დიდად არ მხიბლავს რონალდუ მაგრამ ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ამის უარყოფა აფსუდია
კაკაო
07:13 13-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული