თავისუფალ აგენტად მყოფი რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 33 წლის არტიომ ძიუბა "ადანა დემირსპორში" გადავიდა.
თურქულმა კლუბმა ძიუბას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 1.5 მილიონი ევრო დაუნიშნა.
მან გასულ სეზონში "ზენიტში" რუსეთის პრემიერლიგის 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადანურ გუნდში მარიო ბალოტელი თამაშობს, ახლახან კი ამ კლუბში იაროსლავ რაკიცკი და გიორგი ხაბულიანი გადავიდნენ.