
"ევერტონის" ნახევარმცველი დელე ალი კარიერას "ბეშიქთაშში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".
თურქული კლუბი 26 წლის ინგლისელს ერთსეზონიანი იჯარით აიყვანს და შემდეგ მისი კონტრაქტის 8 მილიონ ფუნტად გამოსყიდვა შეეძლება. დელე ალი უკვე გადის სტამბოლში სამედიცინო შემოწმებას.
მან გასულ სეზონში პრემიერლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.