"აიაქსიდან" წასვლა მსურს, თუმცა გუნდი ჩემს გაშვებას არ აპირებს" - ენტონი

AutoSharing Option
"აიაქსის" ბრაზიელმა ვარსკვლავმა ენტონიმ, ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საკუთარი მომავლის შესახებ გულახდილად ისაუბრა.

მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა, თუმცა "აიაქსი" ყველა შეთავაზებას ბლოკავს.

"თებერვალში ჩემი წარმომადგენლები ამსტერდამში ჩამოვიდნენ, მათ კლუბს აცნობეს, რომ ახალი გამოწვევები მსურდა და თუ კარგ შეთავაზებას მიიღებდნენ დათანხმებოდნენ, ივნისში შვებულება ნაადრევად დავასრულე, ახალ მწვრთნელს შევხვდი და ვუთხარი, რომ გუნდის დატოვება მინდოდა, რადგან ეს ჩემთვის 2 სეზონიანი პროექტი იყო. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ნიდერლანდებიდან წასვლა მსურს - განაცხადა ენტონიმ.

შეგახსენებთ, ენტონის ყოფილი მწვრთნელი
ერიკ ტენ ჰაგი ეპატიჟება, რამდენიმე დღის წინ "აიაქსმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" 90 მილიონიანი შეთავაზება უარყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა აზრი აქვს ასეთი ფეხბურთელის შენარჩუნებას,რომელსაც აღარ ინდა თამაში?90 მილიონზე მეტად უღირს ასეთი ფეხბურთელი?
Master
21:35 27-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული