"არ ვიცი, ეს როდის დასრულდება. მათთან მიახლოება, თამაშის ხარისხის აწევა, ატმოსფეროს შეცვლა, ახალი სტადიონების გახსნა, რომლებზეც სისასტიკე არ იქნება - ეს ყველა ლიგის მიზანია, არა მხოლოდ ესპანურის.
სატელევიზიო უფლებების გაყიდვის ხარჯზე ინგლისის პრემიერლიგა წინ გაიჭრა და სხვა ყველა ჩემპიონატი უკან ჩამოიტოვა. იქ საუკეთესო ატმოსფეროა, სტადიონები სისასტიკიდან თავისუფალია, ტრიბუნები სულ სავსე გახლავთ და ბევრი თანამედროვე არენა აქვთ.
მათ დიდი უპირატესობა აქვთ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
კარლო ანჩელოტის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც "არსენალს" ოქროს ისტორია აჩუქა [VIDEO]